ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბრექსიტთან დაკავშირებით ცვლილებების წინააღმდეგია


Vehicles drive past an anti-Brexit placard that is placed near the Parliament in London, Jan. 29, 2019.

"ბრექსიტთან" დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე პირებს ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ბრიტანეთის პარლამენტში სამშაბათს გამართული რამდენიმე კენჭისყრის შედეგად, ტერეზა მეიმ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიიღო მანდატი და ნდობა იმისთვის, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე ალტერნატიული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები აწარმოოს. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ახლა ირლანდიასთან საზღვრის საკითხის გადაწყვეტაა.

ბრიტანეთის მინისტრი "ბრექსიტის" საკითხებში სტივენ ბერკლი "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება. თუმცა ევროკავშირის მომლაპარაკებელი მაიკლ ბარნიერი ამბობს, რომ ევროპული ბლოკის პოზიცია "ძალიან ნათელია".

"ევროკავშირის ინსტიტუტები ინარჩუნებს ერთიან პოზიციას, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ შეთანხმებას, რომელსაც უკვე მივაღწიეთ დიდ ბრიტანეთთან", უთხრა რეპორტიორებს ბარნიერმა ბრიუსელში.

მისივე განმარტებით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი მოგვიანებით ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.

ბრიტანეთის პარლამენტმა ორი კვირის წინ ტერეზა მეის გეგმას, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებული იყო, მხარი არ დაუჭირა. ამის მთავარი მიზეზი ირლანდიასთან საზღვრის საკითხი იყო, რომელიც პრობლემური რჩება მანამ, სანამ ბრიტანეთი და ევროკავშირი ახალ სავაჭრო შეანხმებას არ მიაღწევენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG