ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეციალისტები ეკონომიკური განვითარების შენელებას ელიან


ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის შენელებას მოელის. მიზეზად სახელდება სავაჭრო საკითხებში არსებული დაძაბულობა, პოლიტიკური არასტაბილურობა და ბიზნესების, თუ მომხმარებლების გაურკვევლობაში ყოფნა.

დღეს გამოცემულ პროგნოზში, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 3.3 პროცენტით ზრდის პროგნოზს აკეთებს. გასულ წელს, ზრდა 3.6% იყო. ანგარიშში დაქვეითებულია ჩინეთის, მსოფლიოს ზომით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მონაცემები, ისევე როგორც ევროპის კავშირის.

ანგარიშის მიხედვით, შეერთებული შტატების და ჩინეთის მიერ ერთმანეთისთვის დაწესებულმა ტარიფებმა ორივე ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა და გაზარდა ინფლაცია. ამერიკის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც 2.9 პროცენტიდან 2.6-ზე ჩამოვიდა.

ევროპის კავშირში გაცილებით დიდ ვარდნას ელიან: 1.8 პროცენტიდან ერთამდე. ანალიტიკოსების აზრით, ამაში დიდ როლს თამაშობს ე.წ. ბრექსიტი - ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების პროცესი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG