ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკას მთავრობის დახურვა 3 მილიარდი დაუჯდა


გალერეის კარზე გაკრული ნიშანი იუწყება, რომ ვაშინგტონში, სმითსონის ყველა მუზეუმი მთავრობის დახურვის გამო დაიკეტა. 20 იანვრის ფოტო.
გალერეის კარზე გაკრული ნიშანი იუწყება, რომ ვაშინგტონში, სმითსონის ყველა მუზეუმი მთავრობის დახურვის გამო დაიკეტა. 20 იანვრის ფოტო.

რეკორდულად ხანგრძლივი მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გამო, შეერთებული შტატების ეკონომიკამ 2018 წლის ბოლოს 3 მილიარდი დოლარი დაკარგა. 2019 წლის იანვარში კი - 8 მილიარდი. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მთავრობის ცხრა სააგენტო 22 დეკემბრიდან დაწყებული, 35 დღის განმავლობაში დახურული იყო.

მთავრობა პარასკევს, 25 იანვარს ამუშავდა და ფედერალური უწყებების 800 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაუხდიან. თუმცა, ეკონომიკური აქტივობის შეჩერებით მიყენებული 11-მილიარდიანი ზარალიდან, მთავრობის ამუშავების შემდეგ, 3 მილიარდი აუნაზღაურებლად დაიკარგება - ნათქვამია კონგრესის საბიუჯეტო ოფისის დასკვნაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშით, დაკარგული 3 მილიარდი 2019 წლისთვის ნავარაუდევ, მთლიანი შიდა პროდუქტის ($19 ტრილიონი) პროგნოზზეც აისახება. სპეციალისტების აზრით, წელს შეერთებული შტატების მშპ .02 პროცენტით ნაკლები იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG