ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიდუმლო „კუბური ტვიტერი“


უცნობია, თუ რამდენად კანონიერი იყო ამერიკის მთავრობის პროექტი, სად დაამტკიცეს ის და იცოდნენ თუ არა მის შესახებ თეთრ სახლში

საინფორმაციო სააგენტო -ასოშეიტედ პრესის- ცნობით, შეერთებული შტატები კუბაში ე.წ. კუბურ ტვიტერს აფინანსებდა. სოციალური ქსელის საშუალებით ამერიკა პოლიტიკური არეულობის გაღვივებას და ქვეყნის კომუნისტური მთავრობისთვის ზიანის მიყენებას გეგმავდა.

კუბური ტვიტერი ტექსტური შეტყობინებების მსგავსი მომსახურება იყო, რომელიც ინტერნეტის შეზღუდვებისთვის თავის არიდებას ახერხებდა და რომლითაც პოლიტიკური დემონსტრაციების ორგანიზება იქნებოდა შესაძლებელი. ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, ქსელში ათობით ათასი ხელმომწერი იყო, რომლებმაც არც იცოდნენ, რომ მას ზურგს ამერიკის მთავრობა უმაგრებდა.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა კუბაში 2 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა. საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად კანონიერი იყო ამერიკის მთავრობის პროექტი, სად დაამტკიცეს ის და იცოდნენ თუ არა მის შესახებ თეთრ სახლში. კუბის მთავრობა ასოშეიტედ პრესისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.
XS
SM
MD
LG