ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიონსემ და ჯეი-ზიმ კუბაში იმოგზაურეს


ამერიკის მოქალაქეებს კუბაში ტურისტული მოგზაურობა ეკრძალებათ მთავრობისგან სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე

ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მთავრობას სთხოვა გაარკვიოს თუ რა სახის ნებართვით იმოგზაურეს კუბაში მომღერალმა ბიონსემ და მისმა რეპერმა ქმარმა ჯეი-ზიმ. მეგა ვარსკვლავმა წყვილმაქორწინების 5 წლისთავი კუბის დედაქალაქ ჰავანაში გადაიხადა.

ფოტოები, რომლებიც ასახავს თუ როგორ დასეირნობდნენ ისინი ჰავანას ქუჩებში, სად ვახშმობდნენ და როგორ ერთობეოდნენ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში.
მოგეხსენებათ ამერიკის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს თანახმად, ამერიკის მოქალაქეებს კუბაში ტურისტული მოგზაურობა ეკრძალებათ მთავრობისგან სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე.

პრეზიდენტმა ობამამ ეს წესი შეარბილა და ახლა ამერიკელებს კუბაში ჩასვლა სპეციალური ნებართვის გარეშე საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული პროგრამებით შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG