ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები კასტროს შეხვდნენ


უბის ხელისუფლებამ სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორს ამერიკელ ალან გროსს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა, ამერიკის მოქალაქის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჰავანაში 2009 წელს დააპატიმრეს.

კუბის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის შეხვედრა დემოკრატი სენატორის პატრიკ ლიჰის ხელმძღვანელობით ჩამოსულ ამერიკელ კანონმდებელთა ჯგუფთან ორი ქვეყნის ინტერესების დაცვით მიმდინარეობდა.

კუბის ხელისუფლებამ სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორს ამერიკელ ალან გროსს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჰავანა ამ პიროვნების გაცვლას კუბელ მზვერავებზე მოითხოვს, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დააპატიმრეს შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG