ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სანქციები განათლების სფეროში


მოქმედი რეგულაციების თანახმად, მომსახურება ეზღუდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კუბა, ირანი, სუდანი და სირია

ამერიკული კომპანია „კორსერა“ აცხადებს, რომ ხელმისაწვდომობის მხრივ რიგ ქვეყნებში ცვლილებების მიღება მოუწევს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და ინტერნეტის საშუალებით მომხმარებელს კლასებს სხვადასხვა დარგში, მათ შორის -მედიცინაში, ბიზნესში, მათემატიკურ თუ სოციალურ მეცნიერებებში- სთავაზობს.

„კორსერას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების რეგულაციების თანახმად, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში ექსპორტის კონტროლს ახორციელებს, მომსახურება ეზღუდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კუბა, ირანი, სუდანი და სირია. აღნიშნული სანქციების გამო შესაბამისი ქვეყნების სტუდენტებს საკურსო მასალაზე შეზღუდული წვდომა ექნებათ.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის სპიკერი აღნიშნავს, რომ მსგავს პროგრამებში ჩართულ ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას სანქცირებულ ქვეყნებში მომსახურებისთვის შესაბამისი ლიცენზია ესაჭიროება. „კორსერა“ აცხადებს, რომ ის ამჟამად მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო დეპარტამენტთან, რათა საკურსო მასალებზე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.
XS
SM
MD
LG