4 დეკემბერს ებრაელთა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულის -ხანუქის- აღნიშნვა თბილისში ინციდენტით დასრულდა. ეს ფაქტი შესაძლოა ერთეულ მოვლენად, ან წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციადაც კი მიჩნეულიყო, რომ არა ხანუქის გაპროტესტება რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდლის და მათი მრევლის წევრების მიერ, რომელთაც ისრაელის საელჩოსთან მცირე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. საკამათო არ უნდა იყოს ის, რომ ანტისემიტიზმის გამოვლინების ელემენტები სახეზეა და ტოლერანტობით თავმომწონე ქვეყანაში ეს ფაქტები დაუყოვნებლივ საჯარო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. გადავწყვიტეთ, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მიერ გაეროში ნოემბრის თვეში გაკეთებული მნიშვნელოვანი მოხსენების შესახებ მოგითხროთ, რომელშიც ის ახალგაზრდა თაობებისთვის ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობაზე საუბრობს.
ტონი ბლერმა მთელი მსოფლიოს ლიდერებს მიმართა და სთხოვა მათ, მაქსიმალურად დაეხმარონ შემწყნარებლობის გაზრდას და დანერგონ მოზარდი თაობისთვის განკუთვნილი ტოლერანტობის ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამები. გაეროს უშიშროების საბჭოს კონტრ-ტერორიზმის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ბლერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები აუცილებელია, რადგან ისინი მომავალ თაობებში სხვადასხვა კულტურების და რელიგიის მქონე ადამიანების საზოგადოებაში მიღებას და მათ მიმართ შემწყნარებლობის გაზრდას უწყობენ ხელს.
ექსპრემიერმა განათლებას 21-ეს საუკუნის უსაფრთხოების პრობლემა უწოდა და აღნიშნა, რომ მომავალში ექსტრემიზმი მსოფლიოს რელიგიური პერვერსიების სახით ემუქრება. ტონი ბლერის თქმით, ამგვარი აზროვნება ფაქტიურად რელიგიის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, რათა უდანაშაულო მოქალაქეებზე ზეწოლა და ძალადობა გამართლდეს.
ტონი ბლერი 10 წლის მანძილზე, 1997-2007 წლებში, დიდი ბრიტანეთის ლიდერი იყო. ამჟამად ის „ტონი ბლერის რწმენის ფონდს“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია უარყოფითი სტერეოტიპული განწყობის, კონფლიქტის და ექსტრემიზმის აღკვეთის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. ფონდის ინიციატივით და მეურვეობით მსოფლიოს 1000-ზე მეტ სკოლაში ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით მუშაობს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაკეთებულ მოხსენებაში ექსპრემიერმა აღნიშნა, რომ ადამიანებს მოსწონთ, როცა თავს მიაკუთვნებენ რომელიმე სარწმუნოებრივ, ან სხვა ნიშნით შექმნილ ჯგუფს. ეს მათ იდენტურობის შეგრძნებას აძლევს. თუმცა, არასწორი იდენტობა და მასთან გაიგივება ადამიანს განსხვავებულ ჯგუფებზე არასწორ შეხედულებას უქმნის და მის წევრებს ოპონენტებად აღაქმევინებს. დღეს, გაფართოებული კომუნიკაციის პირობებში, როცა ადამიანები საკუთარი თავისგან განსხვავებულებს უფრო მეტად ხვდებიან, ექსტრემიზმის საფრთხე მატულობს. აუცილებელია, რომ ექსტრემისტებს ფეხქვეშ ნიადაგი მაქსიმალურად გამოეცალოთ, რათა მათ ნაკლებად ჰქონდეთ სიძულვილის ქადაგების უნარი, აღნიშნავს ბლერი.
მოზარდებთან მუშაობას ექსპრემიერი სხვადასხვა სარწმუნოების სწავლებით ცდილობს. სასკოლო პროგრამები, სახელწოდებით „რწმენის სახე“ 12-დან 17 წლამდე ასაკის 50 ათასამდე მოსწავლეს აერთიანებს. მათი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობს, როგორიცაა კანადა, იტალია, შეერთებული შტატები, ავსტრალია. ნაწილი კი ეგვიპტის, ინდოეთის, ფილიპინების, ინდონეზიის, იორდანიის, პაკისტანის სკოლებში სწავლობს.
ბლერი ამბობს, რომ მოსწავლეები კონფლიქტის აღმოფხვრას რელიგიურ-კულტურული გაუგებრობების დეტალური ახსნა-განმარტებით ცდილობენ. პროგრამა „რწმენის სახე“ ექსპრემიერის განმარტებით, სხვა არაფერია, თუ არა „რელიგიური განათლება“. პროგრამები ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ, „რადგან ის მათ დოგმატურ აზროვნებას ცვლის“ - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი. მისი თქმით, მსოფლიოში უამრავი ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო.
ტონი ბლერი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ ტოლერანტობის განათლებას: „მიეცით საშუალება თქვენი ქვეყნის ახლაგაზრდობას მსოფლიოს შესახებ პირველწყაროდან ისწავლონ და მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ მათგან შორს მცხოვრებ ადამიანებთან. ისეთებთან, რომლებიც შეიძლება არ გავდნენ მათ, მაგრამ გადამკვეთი კულტურების შესახებ შესაბამისი განათლების მიღებით, მათში საკუთარ თავს დაინახავენ“ - აცხადებს ექსპრემიერი და დასძენს, რომ მისი ფონდი მზად არის ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამები ნებისმიერ ქვეყანას მიაწოდოს, რომელსაც ამის სურვილი გაუჩნდება.