ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმიგრანტთა დევნა საბერძნეთში


მემარცხენე პარტიების ინიციატივით ახალი კანონპროექტი მომზადდა, რომლითაც რასობრივი ნიშნით ჩადენი დანაშაულის კრიმინალიზაცია ხდება

საბერძნეთის კოალიციურ მთავრობაში რასიზმთან ბრძოლის თემაზე ღია დებატები მიმდინარეობს. მემარცხენე პარტიების ინიციატივით საგანგებო კანონპროექტი იქნა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც რასობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კრიმინალიზაცია მოხდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საპარლამენტო კომიტეტთან ერთად, აცხადებს, რომ რასიზმთან ბრძოლას ახალი კანონი არ სჭირდება და არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა საკმარისი იქნება. ახალ კანონპროექტს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები უჭერენ მხარს და მიაჩნიათ, რომ იმიგრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაჩერებლად ის ეფექტური საშუალება გახდება. ბოლო 9 თვის მანძილზე ბერძენი უფლებადამცველების ანგარიშით, 87 რასობრივი ხასიათის სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG