ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეების უფლებადამცველები პუტინის წინააღმდეგ გამოდიან


რუსი მოქალაქეების უმეტესობა ჰომოსექსუალების დაცვას პოლიციის მოვალეობად არ მიიჩნევს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00
ბმული

რუსულ ინტრენეტ სივრცეში არსებებობს ნეო-ნაცისტური დაჯგუფება სახელწოდებით “მაქსი The hatcher”, რომელიც ჰომოსექსუალთა გაცნობის ინტერნეტ-გვერდებზე გეი მამაკაცებს აზროვნების შეცვლისკენ მოუწოდებს.
ჯგუფის სლოგანია - "დაიპყარი პედოფილია'' და იგი რუსეთის ხუთ დიდ ქალაქში ფუნქციონირებს.

ჰომოსექსუალების საწინააღმდეგოდ რუსულმა პოლიციამ განსხვავებული გზა აირჩია.

კვლევითი ცენტრის „ლევადას“ სოციოლოგი მარია პლოტკო ამბობს, რომ რუსი მოქალაქეების უმეტესობა ჰომოსექსუალების დაცვას პოლიციის მოვალეობად არ მიიჩნევს.

„გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჰომოფობიის დონე რუსეთში ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი პროპაგანდის შედეგიცაა.“

''ლევადას'' გამოკითხვების მიხედვით, ჰომოსექსულიზმისადმი კონსერვატორული დამოკიდებულება რუსებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოავლინეს. რუსეთის მოქალაქეების 80 პოცენტი გეი აღლუმის და ქორწინების წინააღმდეგია. ორი მესამედი მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინის ''ანტიგეების პროპაგანდის კანონსაც“.

ვიტალი მოსკოველი სტუდენტია:

„უმეტეს ჩვენგანს სურს რუსეთიდან წავიდეს ან იცის გზა, რომ საჭიროების შემთხვევაში აქაურობა დატოვოს.“

მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა ანტონ კრასოვსკიმ ანტი-გეის კანონის გასაპროტესებლად ჰომოსექსუალობა აღიარა, იგი სამსახურიდან დაითხოვეს.

რუსეთში ბევრია ისეთი, ვინც ჰომოსექსუალიზმის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ან მეზობლების რისხვა დაატყდათ თავზე. როგორც კრასოვსკი ამბობს, მოქალაქეებს ასეთი დაუნდობელი საქციელისკენ დაუსჯელობის სინდრომი და პოლიციის მხარდაჭერაც ეხმარება.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია უამრავი ვიდეო მასალა, რომელზეც კარგად მოსჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ჰომოსექსუალებს რუსეთში.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში პუტინის ანტი-გეის პროპაგანდის კანონი ბევრმა მოქალაქემ გააპროტესტა. აგვისტოში ამსტერდამის მერმა ღიად აღნიშნა, რომ სიყვარული პროპაგანდა არ არის.

ალინა ალიევა ამსტერდამში ანტი-რუსული დემონსტრაციის დროს იმყოფებოდა. მან გამოსვლის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა და ევროპელებს ურჩია საკუთარი საქმისთვის მიეხედათ.

„ეს მდგომარეობას უფრო მეტად დაძაბავს. ჩვენ განსხვავებულ ქვეყნებში ვცხოვრობთ და არც სიტუაცია გვაქვს ერთნაირი და არც ისტორია.“

რუსეთში ჰომოსექსუალიზმის მიმართ კონსერვატორული დამოკიდებულების გამო, გეი აქტივისტებმა იერიში 2014 წლის თებერვალში დაგეგმილი სოჭის ოლიმპიადაზე მიიტანეს.ზოგი მათგანი ბოიკოტის მოთხოვნითაც გამოვიდა. ჰომოსექსუალი ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი ოლიმპიური თამაშების დროს საპროტესტო აქციების მომხრეა:

„ეს ოლიმპიადა ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს. თუ სპორტსმენები მოედანზე ცისარტყელის ფერადოვანი დროშებით გამოვლენ, ეს კი ბოიკოტზე ბევრად მეტი იქნება.“

მოსკოველი ანალიტიკოსების აზრით, უცხოელ სპროტსმენთა პროტესტი პუტინს ხელს შეუწყობს იმაში, რომ კრემლსა და უცხოეთს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბოს.
XS
SM
MD
LG