ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომოსექსუალთა უფლებები


პეტერბურგის საზოგადოება გეების ცხოვრების საჯაროობის წინააღმდეგ გამოდის

როდესაც პეტერბურგელმა აქტივისტებმა ჰომოსექსუალთა მხარდასაჭერად ცაში ფერადი ბუშტების ცისარტყელა ააფრიალეს, მოხდა ის, რაც განვითარებად ქვეყანაში მსგავს აქციაზე იყო მოსალოდნელი: ქალაქის პოლიციამ ასობით მომიტინგე ავტობუსებში ჯგროდ შეყარა. ამის შემდეგ კი ავტობუსებს შავმაისურიანი ნაციონალისტები დაესხნენ თავს.

ჯერ კიდევ მარტში სანკტ პეტერბურგმა, ევროპის მეოთხე უდიდესმა ქალაქმა ე.წ. „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ ნებისმიერი სახით გამოქვეყნება აკრძალა. ახლა რუსი კანონმდებლები ანალოგიურ რეგულაციაზე მუშაობენ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰომოსექსუალთა ცხოვრების საჯარო გამომზეურებას კრძალავს. მიზანი - მათი ცხოვრების დახურულ კარს მიღმა ჩაკეტვა და მოზარდებისთვის დამალვაა.

ივნისში, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მოწყობილ ჰომოსექსუალთა ღირსების დაცვის მარშზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო უფლებადამცველთა სამიზნე ამჯერად რუსეთი გახდებოდა. 700 ათასამდე მარშის მონაწილე და მაყურებელი შეესწრო მოძრაობის კულმინაციას: ფერად-ფერადი ბრჭყვიალა ქაღალდების ყუმბარით გასროლა სწორედ რუსეთის საელჩოს თავზე მოხდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


როგორც ჩანს, ბერლინიდან 1300 კილომეტრით დაცილებულ პეტერბურგამდე ცისარტყელასფერებიანმა კამფეტის ჭრელმა ქაღალდებმა ვერ მიაღწია. არტიომი არ მალავს, რომ მისი მიზანი გეების უფლებების დამცველი მიტინგების დაწიოკებაა. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი გადაცემა, გამოფენა, თუ სარეკლამო აბრა, რომელიც ჰომოსექსუალთა ცხოვრებას ასახავს, უნდა აიკრძალოს, რადგან ეს ყოველივე რუსული საზოგადოების ისტორიულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

არტიომი ამბობს, რომ რუსეთი ამას ვერაფრით მიიღებს და არასოდეს არ დაუშვებს. როგორც კი არტიომი თვალს მიეფარება, იქვე მდგარი ოლგა და ირინა მიკროფონს უახლოვდებიან და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ითხოვენ.

არავის მოვუწოდებთ, რომ ჩვენნაირები გახდნენ. არც იმას ვამტკიცებთ, რომ ეს კარგია, ან ცუდი. უბრალოდ გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვარსებობთ, აღარ დავიმალოთ, თავისუფლად ვიცხოვროთ და ყველა იმ უფლებით ვისარგებლოთ, მათ შორის ქორწინების უფლებით, რითაც სხვა დანარჩენებმა“ - ამბობს ოლგა.

ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობა რუსეთის ჰორიზონტზე უახლოეს მომავალში არ იკვეთება. ოლგა და ირინა სამშობლოდან წასვლას და ჰელსინკიში გადასვლას გეგმავენ. 7 წლის წყვილს იქ დაქორწინება და კანონიერი შვილის ყოლა სურს.

ქალაქის ცენტრში გეების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ფუნქციონირებს, სახელწოდებით „ვიხოდი“, რაც ქართულად გამოსვლას ნიშნავს. მისი თანამშრომელი, ოლგა ლენკოვა ყვება, რომ პეტერბურგელებს შორის გეებთან დამოკიდებულებაში ორი ერთმანეთის საპირისპირო ტენდენციაა:

საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო იმალება, ვიდრე ადრე. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვინც ბევრად უფრო გააქტიურდა“.

რუსი ჰომოსექსუალები თანამოაზრეებს და მოკავშირეებს საზღვარგარეთ უფრო პოულობენ, ვიდრე შინ. ოლგა ლენკოვა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თვის დასაწყისში ვიზიტად მყოფ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, შეხვდა. 9 აგვისტოს ის გასტროლებზე ჩამოსულ ცნობილ მომღერალ, მადონასთან შეხვედრას გეგმავს. მიზეზი ის გახდა, რომ მადონამ ახლახან პეტერბურგში მიღებული გეების საწინააღმდეგო კანონი გააპროტესტა და მას „აღმაშფოთებელი სიმხეცე“ უწოდა.

პეტერბურგის საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნულ აკრძალვებს მხარს უჭერს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიციაც გეების ღირსების დამცველ აქციებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაარბევს.
XS
SM
MD
LG