ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ინტერნეტის კონტროლის კანონი მიიღეს


Members of the State Duma, lower parliament chamber, is seen during a session in Moscow, Russia, July 10, 2012.
Members of the State Duma, lower parliament chamber, is seen during a session in Moscow, Russia, July 10, 2012.

ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კანონი ინფორმაციის და განსხვავებული აზრის ჩასახშობად მიიღეს

რუსეთის კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონი, რომელიც მთავრობას მეტ ძალუფლებას მისცემს ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის გასაკონტროლებლად.

სახელმწიფო დუმამ კენჭი ამ კანონს ოთხშაბათს უყარა. კანონის მხარდამჭერების განცხადებით, ეს ნაბიჯი გადაგმულია ახალგაზრდების დასაცავად ბავშვთა პორნოგრაფიის, თვითმკვლელობის და ნარკოტიკებისგან. კანონმდებლებმა, ასევე, მიიღეს კიდევ ერთი კანონი ცილისწამების შესახებ, რომელიც კრიმინალური დანაშაულის დონეზე აიყვანეს და სასჯელი -- 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც დააწესეს. კანონის ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი ინფორმაციის და განსხვავებული აზრის ჩასახშობადაა გაკეთებული.

XS
SM
MD
LG