უკვე 22-ე წელია გაეროს გენერალური ასამბლეა კუბის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოს გმობს.
გენერალური ასამბლეის არა-დამავალდებულებელ რეზოლუციას 188 ქვეყანამ მისცა ხმა. კენჭისყრაზე ორი უარყოფითი ხმა დაფიქსირდა, რომლებიც ამერიკას და ისრაელს ეკუთვნოდა. სამმა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა განაცხადა, რომ კუბა „ზესახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.“ მისივე თქმით, დღემდე ემბარგო კუბის ეკონომიკას 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.