ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს განცხადება სირიის თაობაზე


ადამიანის უფლებების დამრღვევები სირიაში სრულიად დაუსჯელად მოქმედებენ - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

სირიაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება. მთავრობა ოპოზიციის ხოცვა-ჯლეტას ყოველგვარი პასუხისგების შიშის გარეშე აგრძელებს - აცხადებს გაეროს გამომძიებელთა ჯგუფი. დღეს გაეროს საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელშიც ულმობელი საარტილერიო ცეცხლის ალყაში მოქცევის, ფართომასშტაბიანი წამების, დახვრეტის და გაუპატიურების ფაქტებია დაფიქსირებული.

კომისიის განცხადებით, წამებას, როგორც დაკითხვის, შეურაცხყოფის და დასჯის მეთოდს, ორივე მხარე ფართოდ იყენებს. გაერო მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლის უმეტესი ნაწილის მთავარ მიზეზად, მთავრობის მხრიდან განურჩეველ და არაადეკვატურ საარტილერიო თავდასხმებს ასახელებს. სწორედ ამიტომ, ქვეყანას მილიონობით ადამიანი ტოვებს და თავს სირიის შედარებით უსაფრთხო პროვინციებს, ან მეზობელ ქვეყნებს აფარებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2011 წლის შემდეგ სირია 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 4 250 ათასზე მეტი კი ქვეყნის შიგნითაა ადგილნაცვალი.
XS
SM
MD
LG