ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ექსპერტებმა ტვირთის ინსპექცია დაასრულეს


ჩრდილოეთ კორეის სატვირთო გემის მიერ კუბური სამხედრო იარაღის გადატანა გაეროს სანქციების უხეში დარღვევაა

პანამის განცხადებით, გაეროს ექპსერტებმა დაასკვნეს, რომ გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეის სატვირთო გემის მიერ კუბური სამხედრო იარაღის გადატანა გაეროს სანქციების უხეში დარღვევაა.

პანამის ხელისუფლებამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს ექსპერტებმა ტვირთის ინსპექცია დაასრულეს.

კუბა აცხადებს, რომ სამხედრო იარაღი ჩრდილოეთ კორეაში შეკეთების მიზნით გადაჰქონდათ, რის შემდეგაც ტვირთი კვლავ ჰავანაში დაბრუნდებოდა. სამხედრო აღჭურველობაში საბჭოთა ტიპის სამხედრო თვითმფინავები მიგ 21 და ცხრა სარაკეტო დანადგარი შედიოდა.

პანამის მესაზღვრეებმა სატვირთო გემი ნარკოტრეფიკინგზე ეჭვის გამო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ინსპექტორებმა გემზე შაქრის ტომრების უკან გადამალული სამხედრო იარაღი აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG