ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მშობლები კუბაში დააკავეს


არასრულწლოვანი ბავშვები ბებიას და ბაბუას დაუბრუნეს, რომლებსაც კანონით მათზე მეურვეობა ეკისრებათ

ამერიკელი წყვილი, რომელსაც საკუთარი შვილების გატაცება ედებათ ბრალად, კუბიდან შეერთებული შტატებში დაბრუნდა. კუბამ შეერთებული შტატების წარმომადგენლებს უფლება მისცა თვითმფრინავი ჰავანას აეროპორტში დაესვა, სადაც მათ დამნაშავე ცოლ-ქმარი უნდა აიყვანეს.

ერთი კვირის წინ გაქცეული ჯოშუა ჰაკენი, შერინა ჰაკენი და ორი ბავშვი ფლორიდის შტატში დღეს დააბრუნეს.კუბის მთავრობის განცხადებით, მათ შეატყობინეს შეერთებულ შტატებს, რომ ეჭვმიტანილები ბავშვებთან ერთად დაკებული ჰყავდათ.

არასრულწლოვანი ბავშვები დედის მხრიდან ბებიას და ბაბუას დაუბრუნეს, რომლებსაც კანონით მათზე მეურვეობა ეკისრებათ. ჯოშუა და შერინ ჰაკენს ბრალი ედებათ ბავშვთა გატაცებაში, გულგრილობასა და მეურვეობაში ჩარევის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG