ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხოვრება GOT-ის შემდეგ - ჩერნობილი 


HBO "სამეფო კარის თამაშების" დასრულების შემდეგ, კვლავ ყურადღების ცენტრშია. ფაქტი, რომელსაც საბჭოთა რუსეთი საგულდაგულოდ მალავდა, დღეს მსოფლიო საზოგადოების წინაშე მინი ტელესერიალის სახით გამოვიდა.

ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შესახებ მომზადებული ტელესერიალი რეიტინგებში პირველობას უკვე მეოთხე კვირაა ინარჩუნებს. ტელესერიალმა "ჩერნობილი", HBO-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი მოიტანა.

IMDB
IMDB

33 წლის შემდეგ, ტელესერიალის მომზადებისთვის გამოყენებულია რეალური ფაქტები. ის ნათლად ასახავს საბჭოთა კავშირში არსებულ მდგომარეობას. სერიალში მკაფიოდ არის ნაჩვენები, თუ როგორ მალავდა მომხდარს საბჭოთა კავშირი და კომუნისტური პარტია და როგორ წირავდნენ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარ ტყუილს. საბჭოთა რუსეთში ადამიანების უფლებებზე მაღლა პარტია იდგა.

hbo2
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

საბჭოთა ხელისუფლებამ საშიში ტერიტორიიდან ადამიანების გაყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის ცნობილი გახდა.

hbo1
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

HBO-ს მიერ მომზადებული ტელესერიალის პირველი ორი ეპიზოდის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ვასილ იგნატენკოა. იგნატენკოს ისტორია რეალურია და ის იმ მეხანძრეთა რიგებში იყო, რომლებიც აფეთქების ადგილზე პირველები მივიდნენ. მათ არც კი იცოდნენ რა საფრთხის წინაშე იყვნენ და რას ებრძოდნენ წყლით. ყველა მათგანი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში დაიღუპა. იგნატენკოს მოგონებები მისმა მეუღლემ შეინარჩუნა და 2015 წელს წიგნად "ჩერნობილის ხმები” გამოცა.

hbo3
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

HBO-ს ახალი ტელესერიალი სულ 5 სერიისგან შედგება. მეოთხე სერიაში, კი რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ქართველის პროტოტიპსაც შეხვდებით. ბაჩო, ასე ჰქვია, გმირს რომელიც ევაკუირებულ ქალაქში მსახურობს. ბაჩოს როლს ტელესერიალში შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ამაშობს.

ბაჩო - ქართული პროტოტიპი hbo-ს სერიალში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:15 0:00

ტელესერიალის მომდევნო და ბოლო სერია ორშაბათს გავა ეთერში.

ფაქტები

ჩერნობილში ბირთვული ელექტროსადგური 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბირთვულ კატასტროფას ასობით ადამიანი შეეწირა. აღსანიშნავია, რომ ჩერნობილის მახლობლად, იმ დროისთვის 350 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1986 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლება იძულებული გახდა მოეხდინა სოფლებისა და ქალაქების ევაკუაცია. აფეთქება უკრაინაში მოხდა, თუმცა უკრაინასთან ერთად მომხდარმა დიდი ზიანი მიაყენა ბელარუსსაც, სადაც ათობით სოფელი არა საცხოვრებელ ზონად გამოცხადდა.

ღიად დარჩენილი ელექტრო სადგურის დაკონსერვება მალევე უნდა დაწყებულიყო, რათა რადიაციის შეჩერება მომხდარიყო. სწორედ ამის გამო, საბჭოთა ხელისუფლებამ ევაკუირებულ ზონაში ათასობით ადამიანი შეიყვანა.

ჩერნობილი, როიტერის კადრები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში, დაახლოებით 2 000 ქართველი იყო ჩართული, მათი ნაწილი მალევე დაიღუპა, ნაწილს, კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ჩერნობილში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი რადიაციის მაჩვენებელი ამ დრომდე შენარჩუნებულია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი, დაახლოებით 300 წლის განმავლობაში დარჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG