ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. რეაქტორზე მომუშავე და სადგურის სხვა 30-მდე თანამშრომელი აფეთქებისას დაიღუპა ან მიღებული დაზიანებების შედეგად, კატასტროფიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხანძრის და აფეთქების სხვა შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა კი რადიაციაციული დასხივება მიიღო.

ჩერნობილის ატომურ სადგურში ძლიერმა აფეთქებამ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მომწამვლელი ღრუბლების გავრცელება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, უკრაინის, ბელორუსის და რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი რადიაციის გავრცელების არეალში მოექცა. დაახლოებით, 50,000 ადამიანი რადიაციული დასხივებით გამოწვეული, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.

ჩერნობილის ატომური სადგური კატასტროფის შემდეგ
ჩერნობილის ატომური სადგური კატასტროფის შემდეგ

​1970 წელს ჩერნობილი ევროპაში ყველაზე დიდი და მძლავრი ატომური ელექტრო სადგური იყო. 1986 წელს კი იგი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული კატასტროფის ადგილი გახდა. საბჭოთა ხელისუფლება სამი დღის განმავლობაში მალავდა აფეთქების ფაქტს.

შემდეგ იძულებული გახდა 330 000 ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა. 4, 300 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი ტერიტორია 25 წლის განმავლობაში დახურულ ზონად იყო გამოცხადებული. შემდეგ კი უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩერნობილი ტურიზმისთვის უკვე უსაფრთხო გახდა. ​თუმცა დღემდე, 200 ტონა ურანი ისევ რეაქტორის ობიექტზე რჩება.

2016 წელს უკრაინაში ჩერნობილის დაზიანებული მეოთხე რეაქტორი რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ახალი სარკოფაგით დაფარეს.

მსოფლიოში უდიდესი ლითონის მოძრავი კონსტრუქცია ცვლის ბეტონის მოძველმნბლ სარკოფაგს, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ამ რეაქტორზე ავარიიდან მალევე აშენდა.

ახალი სარკოფაგი სიმაღლეში 108 მეტრია და 1,6 მილიარდამდე დოლარად არის შეფასებული. მისი დაფინანსების უდიდესი ნაწილი რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა იტვირთა. ახალმა სარკოფაგმა ერთ საუკუნის მანძლზე უნდა შეაჩეროს რეაქტორიდან რადიაციის გაჟონვა. საბოლოოდ ჯამში, სპეციალისტები აპირებენ ძველი სარკოფაგის დემონტაჟს და ატომური ელექტრო სადგურიდან ბირთვული საწვავის გატანას.

გაეროს მონაცემებით, 1986 წლის ატომურმა კატასტროფამ 40,00-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა გარემოს დამცველი აქტივისტების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია და 100 ათასს აღწევს.

დაზიანებული მეოთხე რეაქტორის ახალი დამცავი კონსტრუქცია. ნოემბერი, 2016 წელი.
დაზიანებული მეოთხე რეაქტორის ახალი დამცავი კონსტრუქცია. ნოემბერი, 2016 წელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG