ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთში არჩევნები მემარჯვენე ცენტრისტებმა მოიგეს


კაია კალასი, არჩევნებში გამარჯვებული რეფორმების პარტიის ლიდერი
კაია კალასი, არჩევნებში გამარჯვებული რეფორმების პარტიის ლიდერი

კვირას ესტონეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება ხმების 28.8 პროცენტით, ოპოზიციურმა ძალამ, რეფორმების პარტიამ მოიპოვა. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია პარლამენტის 34 მანდატიდან 29-ს დაეუფლება.

გამარჯვებული პარტიის ლიდერია ევროპარლამენტის დეპუტატი კაია კალასი. ესტონეთს ქვეყნის ისტორიაში პირველად ეყოლება ქალი პრემიერ-მინისტრი.

რეფორმების პარტია 1994 წელს არის დაფუძნებული და ის ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ემხრობა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ოპოზიციური პარტიის გამარჯვება უკვე აღიარა.

მეორე ადგილზე, ხმების 23.1 პროცენტით გავიდა რუსულენოვანი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი, მმართველი ცენტრისტული პარტია. მესამეზე კი 17.8%-იანი მაჩვენებლით ულტრა-მემარჯვენეები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG