ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2014 წლის გადატრიალების შემდეგ პირველად, ტაილანდში არჩევნები გაიმართება


ტაილანდის საარჩევნო კომისიამ საყოველთაო არჩევნების თარიღად 24 მარტი დაასახელა. ეს ქვეყანაში პირველი არჩევნები იქნება 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ინგლუკ შინავატრას მთავრობა დაამხო.

კომისიის გადაწყვეტილებას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნის სამეფო ბრძანება, რომელიც არჩევნების დანიშნვას მოითხოვდა.

სამხედრო მთავრობა საყოველთაო არჩევნების გამართვას ეწინააღმდეგებოდა. გადატრიალების შემდეგ, პირველი არჩევნები 2015 წლისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ სამხედრო ხუნტამ ის გააუქმა. ასევე, გაუქმდა გასული წლის თებერვლისთვის დანიშნული არჩევნებიც.

ტაილანდში პოლიტიკური კრიზისი 2006 წლიდან მიმდინარეობს. მაშინაც, უფროსი ძმის, ტაქსინ შინავატრას მთავრობა, საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ სამხედრო ხუტამ დაამხო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG