ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში საპორტესტო აქციები იმართება


ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრ უინგლუკ შინავატრას გადადგომას ითხოვენ

ბანკოკში სამთავრობო შენობის წინ პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა ალყა შემოარტყა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას და განაცხადა, რომ ისინი ღამითაც არ დაიშლებიან. მანამდე აქციის მონაწილეებმა ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობების წინ კარვები გაშალეს.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრ უინგლუკ შინავატრას გადადგომას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობას შინავატრას კორუმპირებული ძმა, განდევნილი ყოფილი პრემიერ მინისტრი ტაქსინ შინავატრა აკონტროლებს.

ტაილანდის საპროტესტო აქციებს ოპოზიციური დემოკრატიული პარტია მართავს. ამ პარტიის ეგიდით გაიმართა პარლამენტში უნდობლობის დებატები, რომელიც პრემიერ მინისტრ უინგლუკ შინავატრას გადადგომას ეხებოდა. პრემიერ მინისტრმა, რომლის პარტიაც პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენს, განაცხადა, რომ იგი არ გადადგება.
XS
SM
MD
LG