ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა


ტაილანდის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ტაილანდის მთავარი ოპოზიციური პარტიის - ფეუ ტაის ლიდერმა ინგლუკ შინავატრამ განაცხადა, რომ ის მზადაა ხუთპარტიული კოალიცური მთავრობის ფორმირებისათვის. მისმა პარტიამ გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. არაოფიციალური მონაცემებით 500 კაციან პარლამენტში შინავატრას პარტია 264 ადგილს დაიკავებს. ინგლუკ შინავატრა ტაილანდის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ხალხის პრობლემების მოგვარება იქნება. ეს არის ეროვნული შერიგების დაწყება, ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება, კორუფციის დამარცხება და სამოქალაქო სექტორის გაძლიერება.

XS
SM
MD
LG