ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - მხარეები ურთიერთბრალდებებს გამოთქვამენ


სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შესახებ კვლავ ურთიერთბრალდებებს გამოთქვამენ.

ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებებში, მხარეები ერთმანეთს საერთო საზღვარზე განახლებულ შეტაკებებში ცეცხლის გახსნაში სდებენ ბრალს.

გასული კვირის დასაწყისში, ორდღიანი ბრძოლის დროს, 200-ზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ვითარება კვლავ დაძაბულია.

„23 სექტემბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა,სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე სომხური საბრძოლო პოზიციების წინააღმდეგ, სხვადასხვა პოზიციიდან სროლით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც უწყება „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჭრილია ერთი სომეხი ჯარისკაცი. „მტრის ცეცხლი, საპასუხო მოქმედებებმა ჩაახშო“ - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ დოროსიანმა.

დღესვე განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულომა ძალებმა, საერთო საზღვარზე აზერბაიჯანული ძალების პოზიციებზე, ცეცხლი სამი სხვადასხვა მიმართულებით გახსნა - „შერეული კალიბრის მცირე იარაღით, 9 საათის განმავლობაში“.

უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, „ადეკვატური საპასუხო ზომები მიღო“.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე, ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტი ათწლეულებია მიმდინარეობს. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, ძირითადად, სომხებით დასახლებული რეგიონი, აზერბაიჯანს 1990-იანი წლების დასაწყისში, ომის შედეგად წაართვეს. მაშინ ომს, 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მას შემდეგ, მხარეებს შორის კიდევ ერთი ომი 2020 წელს გაჩაღდა, რომელიც ექვსი კვირა გაგრძელდა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. შედეგად, სომხეთმა რეგიონის ნაწილზე კონტროლი დაკარგა.

XS
SM
MD
LG