ორშაბათს ერაყში მომხდარი რამდენიმე აფეთქებისთვის, რომლის შედეგადაც სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
სუნიტმა ექსტრემისტებმა დღეს განაცხადეს, რომ მათი სამიზნე შიიტები იყვნენ, რომელთა მანქანაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყის ქალაქ ალ-ზუბაირის ბაზრის მახლობლად აფეთქდა.
კიდევ ერთი აფექთება ბაღდადიდან 80 კილომეტრის მოშორებით ქალაქ ხალისში მოხდა, სადაც მანქანის აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. მესამე მანქანა ჰუსეინიაში, ბაღდადის შემოგარენში აფეთქდა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.
სამოქალაქო პირების სიკვდილიანობა ერაყში უკანასკნელ წელს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს გააქტიურების შედეგად გაიზარდა. გაეროს მონაცემებით 2014 წელს 12 000 ადამიანი დაიღუპა, წლევანდელი მონაცემებით კი მსხვერპლი უკვე 10 ათასს აღწევს.