ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროგრესი ისლამურ დაჯგუფებასთან ბრძოლაში


ისლამური სახელმწიფოს პოზიციების საჰაერო დაბომბვის გარდა, შენელდა დაჯგუფების მოხალისეებით მომარაგება და შეფერხდა ფინანსური უზრუნველყოფა - ამბობს გენერალი ალენი

თადარიგში გასული გენერალი ჯონ ალენი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საბოლოო გამარჯვება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საშუალებით მიიღწევა და არა სამხედრო ქმედებებით. ჯონ ალენი დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ გლობალურ კოალიციაში შეერთებული შტატების საგანგებო ელჩია.

სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია „ეი-ბი-სიმ“ გადასცა, საზღვაო ქვეითთა თადარიგში გასულმა გენერალმა განაცხადა, რომ გასული წლის სექტემბერში, როცა ის კოალიციაში ელჩად დაინიშნა, არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ერაყი დაჯგუფებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა. მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციამ პროგრესს რამდენიმე მიმართულებით მიაღწია. ისლამური სახელმწიფოს პოზიციების საჰაერო დაბომბვის გარდა, შენელდა დაჯგუფების მოხალისეებით მომარაგება, შეფერხდა ფინანსური უზრუნველყოფა, შეიზღუდა სიძულვილის ენის გავრცელება და დაზარალებულ რეგიონებში მეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა გახდა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG