ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ


დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სამხედრო უწყება სირიაში შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მეტი საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას განიხილავს, თუ ეს ბრიტანულ ინტერესებზე შესაძლო ტერორისტულ თავდასხმებს შეაჩერებს.

მაიკლ ფალონმა რადიო „ბი ბი სი“-ზე კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, როცა პრემიერ მინისტრმა კამერონმა გაამხილა, რომ 21 აგვისტოს, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა, უპილოტო საფრენი აპარატით ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს სამი მებრძოლი გაანადგურა, მათ შორის ბრიტანეთის ორი მოქალაქე.

ასეთი იერიში ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა პირველად განახორციელა და ფალონმა სამშაბათს თქვა, რომ ტერორისტული გეგმის ჩასაშლელად ბრიტანეთი ამას კიდევ უყოყმანოდ გააკეთებს.

კამერონმა დრონით თავდასხმას „თავდაცვითი ქმედება“ უწოდა და თქვა, რომ არსებობდა „იმის აშკარა დამამტკიცებელი საბუთები, რომ ეს პირები ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ თავდასხმებს გეგმავდნენ და წარმართავდნენ.“

XS
SM
MD
LG