ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტებმა პალმირას ტრიუმფალური თაღი გაანადგურეს


სირიის ანტიკური ქალაქი პალმირა

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიის ქალაქ პალმირაში კიდევ ერთი ფასდაუდებელი ანტიკური ექსპონატი გაანადგურეს. აქტივისტების ინფორმაციით, ისლამისტებმა ქალაქის ტრიუმფალური თაღი ააფეთეს.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ტრიუმფალურ თაღზე ისეთი გამოსახეულებები იყო ამოკვეთილი, რომლებიც ისლამისტებს მკრეხელობად მიაჩნიათ.

დაჯგუფებამ რომაული ეპოქის ორი სალოცავი ცოტა ხნის წინ გაანადგურა.

ექსტრემისტებს ანტიკური ისტორიის ექსპონატები მკრეხელობად მიაჩნიათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ისტორიკოსები ამ აქტს ომის დანაშაულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG