ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტებმა 82 წლის ასაადს თავი საჯაროდ მოკვეთეს


სირიის ანტიკური ძეგლების მკვლევარი ხალედ ასაადი

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ პალმირას ანტიკური მუზეუმის ყოფილ დირექტორს თავი მოკვეთა.

პალმირას ახლანდელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მის წინამორბედს, 82 წლის ხალედ ასაადს ტერორისტებმა თავი გუშინ მოკვეთეს. ის მუზეუმში 50 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2000 წლის ნანგრევებს იცავდა, რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.

სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ასაადი ქალაქის მთავარ მოედანზე ათობით ადამიანის თვალწინ დასაჯეს სიკვდილით.

პალმირა ისლამისტებმა მაისში აიღეს და მას შემდეგ გაჩნდა შიში, რომ ისინი ანტიკურ ძეგლს გაანადგურებდნენ. მათ წარსულში არაერთი იუნესკოს ძეგლი დაანგრიეს. მათ დღემდე პალმირა არ გაუნადგურებიათ, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ივნისში მათ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დანაღმეს.

XS
SM
MD
LG