ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პირველი პილოტირებული მისია სირიაში


F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ თურქეთიდან პირველი პილოტირებული მისიის განხორციელება დაიწყო, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს.

შეერთებულმა შტატებმა თურქეთის ავიაბაზიდან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პილოტირებული გაფრენები პირველად დაიწყო. პენტაგონის განცხადებით F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო იერიშები სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებზე მიაქვს.

ივლისში ანკარამ თანხმობა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს თურქეთის სამხრეთში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინა. აგვისტოს დასაწყისში კოალიციამ საავიაციო ბაზიდან უპილოტო სამხედრო დრონების გაშვება დაიწყო.

ოთხშაბათს პენტაგონმა დაადასტურა, რომ იქიდან პირველი პილოტირებული მისია განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ სირიაში დაახლოებით 100 კილომეტრიანი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსგან თავისუფალი“ ზონა უნდა შეიქმნას, რომელიც თურქეთის მთავრობის დაბეჯითებული მოთხოვნის მიუხედავად, რეგიონის არასაფრენ ზონას არ შეეხება.

XS
SM
MD
LG