ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ერთი წელი


2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული კოალიციამ ისლამურ სახელმწიფოზე სირიასა და ერაყში 8 700-ს სამიზნეზე 5 900 საჰაერო შეტევა მიიტანა.

თითქმის ერთი წლის წინ ამერიკის საბრძოლო თვითმფრინავებმა გეზი ერაყისკენ აიღეს და დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანეს. ჩვენს მომდევნო სიუჟეტში ამ ერთწლიანი ომის შედეგებს გაგაცნობთ.

"ჩვენი ოჯახის წევრები დაჭრილები არიან, ასევე არიან ჩვენი ბავშვები და ქალები. ისინი მშივრები არიან," ამ სიტყვებით ითხოვდა შარშან დახმარებას დევნილი სინჯარიდან შირენ სულეიმანი.

დახმარების თხოვნამ და ერაყში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სწრაფმა ზრდამ პრეზიდენტ ობამას მოქმედებისკენ უბიძგა.

„ჩვენს სამხედროებს მითითება მივეცი, რომ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანონ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ საჰაერო შეტევის დაწყებამდე.

2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული კოალიციამ ისლამურ სახელმწიფოზე სირიასა და ერაყში 8 700-ს სამიზნეზე 5 900 საჰაერო შეტევა მიიტანა.

2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული კოალიციამ ისლამურ სახელმწიფოზე სირიასა და ერაყში 8 700-ს სამიზნეზე 5 900 საჰაერო შეტევა მიიტანა.

ამერიკას ადგილზე მხარს ქურთი მებრძოლები და ერაყელი ჯარისკაცები უჭერენ, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები წვრთნიან. თუმცა ისლამური სახელმწიფო ამას არ შეუჩერებია. მართალია დაჯგუფებამ ერაყში უკან დაიხია, მაგრამ სხვაგან გაფართოვდა.

„ნებისმიერი სხვა სამხედრო ძალისხმევის მსგავსად, აქაც იქნება წინსვლის დრო, მაგრამ ასევე იქნება უკან დახევის პერიოდებიც, როგორც ეს ვნახეთ ერაყში, რამადიში და სამხრეთ სირიაში დაჯგუფების წინსვლისას,“ თქვა შარშან ობამამ.

კრიტიკოსები სტრატეგიას წინდაუხედავს უწოდებენ. ქრისტოფერ ჰარმერი, ომის კვლევის ინსტიტუდიდან:

„ჩვენს ავიაციას დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლია სერიის და ერაყის ნებისმიერ წერტილზე იერიშის მიტანა, მაგრამ ისინი არაფერს აკეთებენ ერაყსა და ალ-შამში დაჯგუფების ზრდის შესაჩერებლად.“

ამერიკის მთავრობის მონაცემებით საჰაერო შეტევების შედეგად ჯამში ისლამური სახელმწიფოს 15 ათასამდე მებრძოლი დაიღუპა და დაშავდა, მაგრამ ჯგუფს 30 ათასამდე უცხოელი მებრძოლის შეკრება შეუძლია.

„ვფიქრობ ამ ბრძოლის ველზე ჯერ-ჯერობით ისლამური სახელმწიფო ლიდერობს... მას აქვთ პროპაგანდის მანქანა, რომელიც ხაზ უსვამს ჯგუფის წინსვლას და მინიმალურად წარმოაჩენს მის დანაკარგებს,“ ამბობს დეივიდ გარტენსტაინ-როსი, დემოკრატიის თავდაცვის ფონდიდან.

ზოგიერთის აზრით დაჯგუფების მიერ ძალადობით მოპოვებულ დიდებას უკუშედეგი ექნება. ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი მაქს აბრამსი: „ძალადობის ამსახველი კადრები სინამდვილეში ჯგუფისთვისვე კონტრპროდუქტიულია, რადგან ადრე თუ გვიან ის მებრძოლების მიზიდვის პოტენციალს ამოწურავს.“

სამაგიეროდ ასეთი ცვლილება ადვილად არ მოდის ერაყის ქალაქ ირბილის მახლობლად სამხედრო ბაზაზე. ერაყსა და სირიაში პირველი საჰაერო შეტევიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკა და მისი მოკავშირეები ჯერაც ვერ ახერხებენ დაჯგუფების დამარცხებას, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით გამარჯვებას რამდენიმე წელი დაჭირდება.

XS
SM
MD
LG