ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბაღდადში: 67 დაღუპული


ბაღდადის ერთ-ერთ შიიტებით მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში მდებარე ბაზარზე აფეთქება მოხდა, რომლის გამოც სულ ცოტა 67 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.

ერაყის ოფიციალური წყაროების ცნობით, დღეს ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბანში მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა 67 ადამიანი დაიღუპა. მძლავრი აფეთქება შიიტებით მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარე ბაზრობაზე მოხდა.

ჯამილას ბაზარზე მდგარ საბარგო მაცივარში სავარაუდოდ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო დამონტაჟებული. დეტონაციისას ათეულობით ადამიანი დაიჭრა. ერაყის დედაქალაქში მომხდარ მორიგ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ადგილობრივი შიიტები ისლამური სახელმწიფოს იერიშების მსხვერპლი ხშირად ხდებიან, რადგან სუნიტი ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები საკუთარი რელიგიური დოქტრინით მათ ერეტიკოსებად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG