ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამურმა სახელმწიფომ ბაღდადში აფეთქებები მოაწყო


ბაღდადი, 17 სექტემბერი, 2015 წ.

დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მოწყობილი აფეთქებების სერიაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

თავდასხმები ბაბ ალ შარჟის და ალ ვათაბას მოედნებზე მოხდა. ბაღდადის ცენტრში მდებარე ეს ორი უბანი, ძირითადად, შიიტური დასახლებებია.

დაღუპულთა შორის პოლიციელები და სამოქალაქო პირები არიან.

ისლამურმა სახელმწიფომ თავდასხმების ორგანიზების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.

XS
SM
MD
LG