ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი ისლამურ სახელმწიფოს დაბომბავს


პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, პარიზი სირიაში საჰაერო იერიშების მიტანამდე სადაზვერვო გაფრენებს გეგმავს.

საფრანგეთი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო იერიშების მიტანაში უშუალო მონაწილეობას მიიღებს. მანამდე კი, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, პარიზი სირიაში სადაზვერვო გაფრენებს გეგმავს.

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციაში საფრანგეთი აქამდეც მონაწილეობდა, მაგრამ დაჯგუფების წინააღმდეგ უშუალო საჰაერო იერიშებს არ აწარმოებდა. საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც სირიაში მდებარე სამიზნეებს დაბომბავს. „მე თავდაცვის მინისტრს სირიაში ხვალიდან სადაზვერვო ფრენების დაწყების შესაძლებლობის თხოვნით მივმართე“ - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ოლანდმა. მან იქვე განმარტა, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საფრანგეთის ჯარების გაგზავნაზე საუბარი არ არის.

XS
SM
MD
LG