ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუმბერგი ბაიდენის მხარდასაჭერად 100 მილიონ დოლარს დახარჯავს


მას შემდეგ, რაც მილიარდელმა მაიკლ ბლუმბერგმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მარცხი განიცადა და კამპანიისათვის მილიარდი დოლარი დახარჯა დღეს ის ამბობს, რომ ბაიდენისთვის იბრძოლებს. ბლუმბერგი რომ ბაიდენს მხარს დაუჭერდა ამის შესახებ მილიარდელმა განცხადება მაშინაც გააკეთა როდესაც ის საპრეზიდენტო კანდიდატობისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ახლა, ბლუმბერგი 100 მილიონი დოლარის დახარჯვას სწორედ დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის დასახმარებლად გეგმავს. როგორც ცნობილია ბლუმბერგი ბაიდენს კამპანიის წარმოებაში ფლორიდაში დაეხმარება.

თუ დემოკრატების პრაიმერის მიმდინარეობის დროს დემოკრატების საარჩევნო თანხები მცირე იყო და მას რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის კამპანიის შემოსავალი მკვეთრად აჭარბებდა ახლა ეს სხვაობა თითქმის სრულად გაქრა. რადგან დემოკრატებმა დაიწყეს სხვადასხვა ფონდებიდან, ბიზნესმენებისგან და საზოგადოებისგან თანხების მიღება. ფლორიდა შეიძლება ითქვას სხვა შტატებთან შედარებით მერყევი შტატია საპრეზიდენტო არჩევნების დროს. სწორედ ამიტომ მახვილდება შტატზე კანდიდატების მხრიდან ყურადღება და შეიძლება ითქვას ფლორიდა არჩევნებში ყველაზე "ძვირადღირებული" შტატია.

"მაიკლ ბლუმბერგი მზად არის გაიღოს საკუთარი წვლილი დონალდ ტრამპის დასამარცხებლა,"- თქვა ბლუმბეგის მრჩეველმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. მისივე თქმით მნიშვნელოვანია აქტიური საარჩევნო კამპანიის გაგრძელება ასევე პენსილვანიაში და ეს ორი შტატი ბაიდენის გამარჯვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს ფაქტს გამოეხმაურა და მილიარდელი "მინი მაიკად" მოიხსენია. ამ სიტყვებს პრეზიდენტი მაიკ ბლუმბერგის წინააღმდეგ ხშირად მანამდეც გამოიყენებდა, როდესაც ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG