ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუმბერგი საარჩევნო მარათონს გაეთიშა და მხარს ბაიდენს უჭერს


მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო მარათონს გაეთიშა. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ბლუმბერგი ამბობს, რომ ის მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს.

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს საუკეთესო კანდიდატი. გუშინდელი არჩევნების შემდეგ ნათელია, რომ ესეთი კანდიდატი დიდი ამერიკელი და ჩემი მეგობარი ჯო ბაიდენია. მე ჯოს დიდი ხანია ვიცნობ. ის შესანიშნავი პიროვნება და კარგი მანერების მქონე ადამიანია. მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ცოდნა ქვეყნისთვის უკეთესი ჯანდაცვის, კლიმატური ცვლილებებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და იარაღის კონტროლისთვის."

მე მქონდა შანსი მასთან ერთად მემუშავა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი," - აცხადებს მაიკლ ბლუმბერგი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG