ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკოს რეჟიმი მსოფლიო ჩემპიონისთვის პატიმრობას ითხოვს


ლუკაშენკოს რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი კიკბოქსინგში მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონია. ალიაკეს კუძინისთვის ბელარუსის პროკურატურა 4 წლამდე პატიმრობას მოითხოვს. მიზეზი გასულ წელს სპორტსმენის აქციებში მონაწილეობაა.

კუძინის წინააღმდეგ გამოძიება შარშან აგვისტოში დაიწყო. ის ერთ-ერთ დემონსტრაციაზე ქალაქ მალაძიევაში იმყოფებოდა, სადაც აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. აქცია საპოლიციო ძალებმა ხელკეტების, ცრემლსადენი გაზის და ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კუძინიც დაშავდა.

წარმატებული ბელარუსელი სპორტსმენი პირველად აქციის შემდეგ საავადმყოფოსთან დააკავეს, როცა ის ექიმთან სამკურნალოდ მიდიოდა. პროკურატურა სპორტსმენს პოლიციელზე ძალადობაში ადანაშაულებდა.

არსებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი კუძინი სასტიკად სცემეს შემდეგ კი ის გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ბელარუსში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კუძინმა რუსეთში გაქცევა გადაწყვიტა და სასამართლო პროცესზე აღარ გამოცხადებულა.

მოგვიანებით მინსკმა მოსკოვისგან კიკბოსიორის გადმოცემა მოითხოვა, რაც მალევე დაკმაყოფილდა. 10 აგვისტოს პროკურატურამ სასამართლო პროცესზე ალიაკეს კუძინისთვის 4 წლამდე პატიმრობა მოითხოვა.

აქციები გაყლბებული არჩევნების გამო ბელარუსში უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG