ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში არჩევნების გაყალბების ერთი წლის თავზე, აშშ ლუკაშენკოს რეჟიმს დამატებით სანქციებს უწესებს


White House building

9 აგვისტოს, თეთრმა სახლმა ბელარუსის შესახებ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის განცხადება გამოაქვეყნა. პრეზიდენტი აცხადებს:

“ერთი წლის წინ, ბელარუსმა ხალხმა მოინდომა, რომ დემოკრატიის ყველაზე საბაზისო გამოხატვის გზით - არჩევნებით, მისი ხმა გაგებული ყოფილიყო და საკუთარი მომავალი ჩამოეყალიბებინა. იმის ნაცვლად, რომ ბელარუსი ხალხის ნათლად გამოხატული ნებისთვის პატივი ეცა, ლუკაშენკოს რეჟიმმა საარჩევნო თაღლითობა ჩაიდინა, რასაც განსხვავებული აზრის ჩასახშობი სასტიკი კამპანია მოჰყვა. ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებით, 500-ზე მეტი აქტივისტის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერის და ჟურნალისტისპოლიტპატიმრებად ციხეში გამომწყვდევით, გლობალური ნორმების შეურაცხყოფით საერთაშორისო ავიარეისის იძულებითი კურსის შეცვლით, ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები არის არალეგიტიმური მცდელობა, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ის, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და გამოხატვის თავისუფლებას, პასუსიმგებელია ჩაგვრას წინ აღუდგეს. შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და ამასთანე ერთად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ლუკაშენკოს პასუხს მოსთხოვს. ამისთვის გამოვცემთ ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას რეჟიმს საფასური გადაახდევინოს და ვაცხადებთახალ სანქციებს ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირების წინაღმდეგ იმ როლის გამო, რომელიც მათ დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე თავდასხმებში, ტრანსნაციონალურ რეპრესიებში და კორუფციაში აქვთ. როგორც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკას ვუთხარი, გვერდში ვუდგავართ ბელარუს ხალხს იმ დროს, როდესაც ის თავისი დემოკრატიული მისწრაფებებისთვის მამაცურად იღწვის.”

იმ დღესვე გამოქვეყნდა შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების 1 წლისთავზე, ბელარუსის 27 მოქალაქეს და 17 იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს.

სანქციების სამიზნე გახდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებიც დემონსტრაციების დარბევასთან და “რაინეარის” თვითმფრინავის ინციდენტთან არიან დაკავშირებული.

სანქციები ასევე დაუწესდათ იმ ოლიგარქებს, რომლებიც ლუკაშენკოსთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და მას აფინანსებენ. ეს ოლიგარქები კორუფციული სქემებით მდიდრდებიან და ბელარუსი ხალხის ხარჯზე ლუკაშენკოს ძალადობრივ რეჟიმს ფინანსურად მხარს უჭერენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG