ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკოს „უსაზღვრო სისასტიკე“ 


ბელარუსელი ათლეტი კრისტინა ციმანუსკაია რამდენიმე საათში პოლონეთში გაემგზავრება. ამ დროისთვის ის ტოკოიში პოლონეთის საელჩოში იმყოფება. იაპონიაში პოლონეთის ელჩი ამბობს, რომ ციმანუსკაია თავს კარგად გრძნობს და მზად არის პოლონეთში გამგზავრებისთვის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ციმანუსკაის უკვე შესთავაზეს ჰუმანიტარული ვიზა და საშუალება რომ საკუთარი სპორტული კარიერა პოლონეთში გააგრძელოს. ციმანუსკაია უკვე რამდენიმე საათია პოლონეთის საელჩოში იმყოფება, მას პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთთან ერთად საფრანგეთმა და ჩეხეთმაც შესთავაზა.

„დიდი პატივი იქნება თუ ევროპა ბელორუსელ სპორტსმენს პოლიტიკურ თავშშესაფარს მისცემს“, - განცხადა ფრანგმა მინისტრმა კლემენტ ბოუნმა.

ლუკაშენკოს სისასტიკეს საზღვარი არ აქვს
სენატორი ჯინ შაჰინი

ცოტა ხნის წინ, ბელარუსის სპორტის სოლიდარობის ფონდის თავმჯდომარემ ალექსანდრე ოპეკინმა "როიტერთან" საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბელარუსელი ციმანუსკაია პოლონეთში ოთხშაბათს გაემგზავრება. ოპეიკინი ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია კრისტინასთან პირადი საუბრის შემდეგ მიიღო.

"მან მიიღო პოლონეთის შეთავაზება და სპეციალური ვიზა. ჩვენი ფონდი მას დაეხმარა ბილეთის შეძენაში", - ამბობს ოპეიკინი.

ალექსანდრე ოპეიკინი აქვე აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს დავალებით სამართალდამცავები, ცოტა ხნის წინ, იმყოფებოდნენ კრისტინას დედის საცხოვრებელ სახლში, სადაც დედას სთხოვდნენ შვილი დაერწმუნებინა, რომ ის ბელარუსში დაბრუნებულიყო.

"ეს იყო სუკისთვის დამახასიათებელი სცენარი. მივიდნენ მის სახლში და დედას უთხრეს, რომ დასავლეთის სპეციალურებმა სამსახურებმა მის შვილზე გავლენა მოახდინეს და ქრისტინა ახლა ტყვეობაში იყო. მათ ქრისტინას დედას განუმარტეს, რომ მის შვილს ბელარუსში საფრთხე არ ემუქრებოდა და თუ დაბრუნებოდა მისი დევნა არ მოხდებოდა. ისინი მოუწოდებდნენ ქრისტინას დედას დაერწმუნებინა შვილი, რომ ბელარუსში დაბრუნებულიყო", - ამბობს "როიტერთან" საუბრის დროს ალექსანდრ ოპეიკინი.

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მან საზგოადოებას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ქრისტინა ძალიან ბედნიერია, რომ იმყოფება უსაფრთხო ადგილზე. ის ამ დროისთვის იმყოფება ტოკოიში პოლონეთის საელჩოში და ელოდება შემდეგ ნაბიჯს, რომ გაემგზავროს პოლონეთში. მას უკვე შევთავაზეთ დახმარება სპეციალური ვიზით და ის მოხარულია რომ გააგრძელოს საკუთარი სპორტული კარიერა პოლონეთში“, - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ბრიტანულ მაუწყებელ „ბი ბი სი“-სთან საუბრის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარჩინ ფშიდარჩმა.

ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ამეირკის შეერთებულ შტატებშიც. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ იაპონიამ დროულად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოიძიოს მის ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტი.

„ლუკაშენკოს სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. მოვუწოდებ იაპონიის ხელისუფლებას დროულად იქნას მიღებულ ყველა საჭირო ზომა ბელარუსელი სპორტსმენის უსაფრთხოების დასაცავად. ტოკიოში მომხდარი ფაქტი დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული,“-წერს ტვიტერზე სენატორი ჯინ შაჰინი.

იაპონიაში პოლონეთის ელჩი პაველ მილევსკი ამბობს, რომ გრძელდება სამუშაო პროცესი იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებთან რათა ბელარუსელი სპორტსმენტის უსაფრთხოდ გაყვანა მოხდეს ქვეყნიდან.

კრიტინა ციმანუსკაიას პრობლემები ტოკიოში მას შემდეგ შეექმნა, რაც მან საჯაროს გააკრიტიკა ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტი. სპორტსმენს ამის შემდეგ მოსთხოვეს მისი სურვილის წინააღმდეგ დროზე ადრე დაეტოვებინა იაპონია და დაბრუნებულიყო ბელარუსში. სპორტსმენი ამბობს, რომ მას ბელარუსში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებოდა რის გამოც მან წინააღმდეგობა გაუწია ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის წევრებს და დახმარება ითხოვა.

მთელი ღამის განმავლობაში ის ტოკიოში აეროპორტში იმყოფებოდა. გამთენიისას საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის შემდეგ მალევე ბელარუსელი ათლეტი პოლონეთის საელჩოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბელარუსი დატოვა ციმანუსკაიას ქმარმა და ის უკრაინაში იმყოფება. ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ადასტურებს.

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო სადაც ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოლიმპიადის შესახებ საუბრობს. ვიდეო ოლიმპიადის დაწყებამდეა ჩაწერილი და ლუკაშენკო სპორტსმენებს ემუქრება.

„თუ ტოკიოში შედეგს ვერ დადებთ სჯობს არ დაბრუნდეთ ბელარუსში“ ამბობს ლუკაშენკო. ვიდეო ცოტა ხნის წინ ჰანა ლიბაკოვამ გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ახლო აღმოსავლეთიდან არალეგალ მიგრანტებს ევროპის მიმართულებით გადაადგილებაში ხელს არ შეუშლის. ლუკაშენკოს განცხადებით მას ამის სურვილი არ აქვს. ბელარუსის დიქტატორის განცხადებას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„ჩვენ არავის შევაკავებთ. მათი საბლოო დანიშნულების ადგილი ბელარუსი არ არის. ისინი მიდიან თბილი, მყუდრო ევროპისგენ“, - ამბობს ლუკაშენკო. პოლიტიკოსები დასავლეთში ამბობენ, რომ ლუკაშენკო ამ ნაბიჯით ევროპისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს.

პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა ბელარუსში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:28 0:00

ლუკაშენკოს მთავრობას ამ დროისთვის 500-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი დაკავებულია, ვინც დაკავებული არ არის ეგმირაციაში იმყოფება. რეჟიმმა ბოლოს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ვიქტორ ბაბარიკას, რომელიც გასულ წელს ლუკაშენკოს მითითებით დააკავეს.

განაჩენის მოლოდინშია ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაიას ქმარიც. სერგეი ციხანოუსკის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2020 წლის არჩევნებში ციხანუსკის ნაცვლად მისმა ცოლმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების შემდეგ ციხანოუსკაია იძულებული გახდა შვილებთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა.

ბელარუსში არჩევნების გაყალბებიდან ზუსტად 1 წლის თვის თავზე ალექსანდ ლუკაშენკო არჩევნებზე დარღვევებს უარყოფს. მეტიც ვაშინგტონისა და დასავლეთის მიერ დაწესებული არაერთი სანქციის შემდეგ, დიქატორმა ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტა. ბოლო სანქციები ბელარუსს დასავლეთმა „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტ რომან პეტროსევიჩის გატაცების გამო დაუწესა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG