ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტირების ერთი მესამედი ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება

შეერთებული შტატები მოითხოვს ირანისგან შეწყვიტოს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება.

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც დასავლეთმა ირანიდან ნავთობის ექსპორტირებაზე სანქციების დაწესება გადაწყვიტა, ირანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლით დაიმუქრა.

ოთხშაბათს პენტაგონის პრეს მდივანმა ჯორჯ ლითელმა აღნიშნა, რომ ირანის მუქარას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მიუღებლად მიიჩნევს.

ირანის ვიცე პრეზიდენტის მოჰამედ რეზა რაჰიმის განცხადებით, თუ აიკრძალება ირანიდან ნავთობის ექსპორტირება, საპასუხოდ ირანი ჰორმუზის სრუტეში არცერთ ნავთობის ტანკერს არ გაატარებს.

ევროპის ლიდერთა განცხადებით, ირანიდან ნავთობის ექსპორტირებაზე სანქცია ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.

ამასთან ერთად, მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტირების ერთი მესამედი ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება. თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მიმოსვლას ხელს შეუშლის, ეს კომპანიებს აიძულებს ახალი მარშრუტები დააწესონ, რაც ნავთობზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG