ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ირანს წერილს უგზავნის


თეთრი სახლი ირანს წერილს უგზავნის

ეს ინფორმაცია დღეს გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა და მისი წყარო ამერიკის ადმინისტრაციის ანონიმი მაღალჩინოსანია.

თეთრმა სახლმა ირანის უზენაეს სულიერ ლიდერ აიათოლა ხამენეის წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, ამერიკა ამაზე რეაგირებას აუცილებლად გააკეთებს. ეს ინფორმაცია დღეს გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა და მისი წყარო ამერიკის ადმინისტრაციის ანონიმი მაღალჩინოსანია.

სტატიის თანახმად, გზავნილი ამერიკიდან ირანში ტრადიციული გზით - შვეიცარიის გავლით არ გაგზავნილა. ვაშინგტონი თეირანს პირდაპირ დაუკავშირდა.

ცოტა ნის წინ ირანის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა და ჰორმუზის სტუტის გადაკეტვით დაიმუქრა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეს განცხადება „პროვოკაციად და საშიშ განვითარებად“ შეაფასა.

XS
SM
MD
LG