ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მოლაპარაკებისთვის მზადაა


ირანი მოლაპარაკებისთვის მზადაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ თურქეთში ვიზიტის დროს, განაცხადა რომ, უმჯობესია შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ რადიკალური ზომების განხილვის თემა შეაჩეროს და თეირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. მან ასევე მოუწოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ მეტად „სახიფათო განხილვებში.“

ირანმა ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთა, რას შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის გამო, ირანთან თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობის სურვილი გამოთქვა, თუ თეირანი ღიად განიხილავს პროგრამის დეტალებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა არღიშნულთან დაკავშირებით დასძინა, რომ ეს უშუალოდ ირანზეა დამოკიდებული - სურს თუ არა მას საუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივ-წევრთან და გერმანიასთან.

ირანის ოფიციალური განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბატონმა ობამამ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ირანს წერილიც გაუგზავნა, რასაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG