ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი შეხვედრაზე დათანხმდა


ირანი შეხვედრაზე დათანხმდა

თეირანმა შორი რადიუსის ჰაერსაწინაღო რაკეტის გამოცდის ჩატარება გადადო.

ირანის განცხადებით, ორმუზის სრუტის მახლობლად საშუალო რადიუსის ჰაერსაწინაღო რაკეტის გამოცდა ჩატარდა.

გამოცდა ირანის 10 დღიანი საზღვაო წრთვნების ერთერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

შეგახსენებთ, რომ შაბათს ირანი დასავლეთთან ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებების ახალი რაუნდზე შეთანხმდა. თეირანმა ასევე გადადო შორი რადიუსის ჰაერსაწინაღო რაკეტის გამოცდის ჩატარებაც, რომელიც შაბათისთვის იყო დაგეგმილი.

ირანის ადმირალის მაჰმუდ მოუსავის განცხადებით, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეზე ჩატარებული სამხედრო წრთვნები თეირანის მხრიდან, თავდაცვის ხასიათს ატარებს და ორმუზის სრუტის უსაფრთხოდ შენარჩუნებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG