ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მუქარა - ბლეფი თუ რეალური საფრთხე


ირანის მუქარა - ბლეფი თუ რეალური საფრთხე
ირანის მუქარა - ბლეფი თუ რეალური საფრთხე

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ნავთობის ფასების რეკორდულ ზრდას გამოიწვევს

ირანის გარშემო შექმნილი ვითარება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში რჩება. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ირანული ნავთობის გაყიდვებზე ემბარგო დააწესა, თეირანის მიერ საზღვაო მიმოსვლის გადაკეტვის შესაძლებლობა კვლავ შემაშფოთებელ გარემოებად რჩება, ამ თემის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.

მსოფლიოს წარმოებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედი დანარჩენ ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის გავლით მიეწოდება. ლუჩიან პუგლიარესი ენერგოპოლიტიკის კვლევის ფონდის ანალიტიკოსია. მისი თქმით, საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვა მსოფლიო ნავთობის ბაზარს დიდ პრობლემას შეუქმნის.

ჩინეთსა და სხვა მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში ნავთობზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა კი ნავთობის ფასების რეკორდულ ზრდას გამოიწვევს.

„მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ძლიერად ინტეგრირებული მსოფლიო ნავთობის ბაზრის ნაწილი ვართ და ნებისმიერ ადგილზე შეფერხება მთლიანად მსოფლიში იწვევს შეფერხებას,“ - ამბობს პუგლიარესი.

ევროპული სანქციების ბოლო რაუნდი, ევროპაში ირანულ ანგარიშებს ყინავს და ირანული ნავთობის ექსპორტს კრძალავს. ევროკავშირის საპასუხოდ ირანელმა პოლიტიკოსებმა კვლავ განაახლეს მუქარა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ. თუმცა, ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ირანი ბლეფზე მიდის. ამ მოსაზრებას კი პუგლიარესი საეჭვოდ მიიჩნევს. ირანის საგარეო შემოსავლების 80 პროცენტს სწორედ ნავთობი წარმოადგენს. თეირანი დღეეში ორ მილიონზე მეტ ბარელ ნავთობს აწარმოებს.

„როდესაც სრუტეს ჩაკეტავთ და შემდეგ მის გახსნას შეეცდებით, ვერავინ გეტყვით თუ რა ნაბიჯს გადადგამს ირანი. მათ შესაძლოა რამდენიმე ასიმეტრიული ზომა მიიღონ, რაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს,“ - ამბობს პუგლიარესი.

შეერთებულმა შტატებმა ირანი უკვე გააფრთხილა ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას არ მოითმენს. თუმცა ბლოკადის მუქარამ შეერთებულ შტატებში ნავთობის გაძვირება უკვე გამოიწვია.

XS
SM
MD
LG