ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ამერიკულ გემებს აფრთხილებს


ირანი ამერიკულ გემებს აფრთხილებს

ირანის განცხადებით, შეერთებული შტატების სამხედრო გემი სპარსეთის ყურეში აღარ უნდა დაბრუნდნენ. ეს განცხადება თეირანმა მას შემდეგ გააკეთა რაც სტრატეგიულ ორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაასრულა. ირანის არმიის ხელმძღვანელმა აიათოლა სალეჰიმ დღეს განაცხადა, რომ ირანი თავის გაფრთხილებას არ გაიმეორებს. თუმცა, მას ამერიკული სამხედრო გემის არ დაუსახელებია. შეერთებული შტატების მეხუთე საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამერიკულმა ავიამზიდმა „ჯონ სტენისმა“ სპარსეთის ყურიდან გეზი ორმუზის სრუტისკენ აიღო. მანამდე ირანის ხელისუფლება საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ სრუტის ჩაკეტვით დაიმუქრა. ორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის სტრატეგიულ გასასვლელს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG