ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰოლივუდიზირებული" აქტი, თუ ირანელი მეზღვაურების ტყვეობიდან დახსნა?


"ჰოლივუდიზირებული" აქტი, თუ ირანელი მეზღვაურების ტყვეობიდან დახსნა?

თეირანი მიესალმა ამერიკის საზღვაო ძალების მიერ 13 ირანელი მეთევზის მეკობრეების ტყვეობისგან დახსნას.

თეირანი მიესალმა ამერიკის საზღვაო ძალების მიერ 13 ირანელი მეთევზის მეკობრეების ტყვეობისგან დახსნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რამინ მეჰამანპარასტის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცების მიერ განხორციელებული ოპერაცია „ჰუმანიტარული“ აქტი იყო.

თუმცა, ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ განაცხადა, რომ ეს რუტინული ინციდენტის „ჰოლივუდიზირებული დრამატიზაცია“ იყო.

მეთევზეების ტყვეობიდან დახსნის ოპერაცია ამერიკის საზღვაო ძალების გემმა ხუთშაბათს ჩაატარა, რომლის დროსაც 15 მეკობრე იქნა დაკავებული. ეს ოპერაცია ირანის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ჩატარდა, რომლის თანახმადაც, თეირანი ამერიკის სამხედრო გემებს სპარსეთის ყურეშიი შესვლას უკრძალავდა.

XS
SM
MD
LG