ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი შაჰაბ-3-ს გაისვრის


ირანი შაჰაბ-3-ს გაისვრის
ირანი შაჰაბ-3-ს გაისვრის

ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს გააძვირებს და ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს

ირანის განცხადებით, სპარსეთის ყურში მიმდიანრე სამხედრო წვრთნების ფარგლებში ხვალ შორ რადიუსიან ქობინებს გაისვრის.

ეს განცხადება თეირანმა დღეს გააკეთა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში იტანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრაბით დაძაბულია. ამის მიზეზი ირანის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმადაც თეირანი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით დაიმუქრა. მოგეხსენებათ, ჰორმუზის გავლით სპარსეთის ყურეში წარმოებული ნავთობის დიდი ნაწილი - ყოველდღიურად დაახლოებით 17 მილიონი ტონა - დასავლეთის ბაზრებზე გადის საზღვაო ტანკერებით. სრუტის გადაკეტვა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს გააძვირებს და ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

ირანის არსენალში შაჰაბ-3-ის ტიპის ქობინები შედის, რომლებსაც შესაძლეობა აქვს ისრაელამდე და ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზებამდე მიაღწიოს.

პენტაგონის განცხადებით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მიმოსვლის შეჩერება დაუშვებელი მოქმედება იქნება.

XS
SM
MD
LG