ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაიმ აშშ-ის ჯარისკაცებს ბაზებში დაბრუნებისაკენ მოუწოდა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ავღანეთის სოფლებიდან გამოსვლისა და საკუთარ ბაზებში დაბრუნებისაკენ მოუწოდა. ამ განცხადებას, ავღანეთში, ამერიკელი სამხედროების მიერ 16 მშვიდობიანი მოსახლის მკვლელობა დაედო საფუძვლად.

ბატონმა კარზაიმ, ავღანეთში სპეციალურად ჩასულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდვინათან ლეონ პანეტასთან საუბრის დროს, ასევე აღნიშნა რომ ავღანეთის ხელისუფლება, 2013 წლიდან ქვეყნის უსაფრთხოებაზე მთლიანად გეგმავს პასუხისმგებლობის აღებას.

ამასთან დაკავშირებით ლეონ პანეტამ განაცხადა რომ პრობელმის მოსაგვარებლად შეერთებული შტატები და ავღანეთი გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ და ავღანეთის ხელისუფლება ქვეყანაში, ამერიკული საჯარისო ნაწილების არსებობას, 2014 წლამდე ხელს არ შეუშლის.

XS
SM
MD
LG