ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ჯარისკაცების მორალური მდგომარეობა საგანგაშოა


როგორც ნატოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ავღანეთის უშიშროების ძალების მიერ მათ დასავლელ კოლეგებზე თავდასხმებმა, გარკვეულწილად იმოქმედა ამ უკანასკნელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ნატოს პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა კარსტენ ჯაკობსონმა სადავოდ მიიჩნია ამ თავდასხმებში თალიბების პასუხისმგებლობა. მისივე განცხადებით, ინციდენტთა უმრავლესობა ზოგადი სტრესისა და პირადი დავების შედეგია. მიუხედავად იმისა რომ თავდასხმები არც თუ ისე ხშირია, 130 ათას ნატოს ჯარისკაცსა და 350 ათას ავღანელ სამხედროს მჭიდრო თანამშრომლობა უწევთ, რაც არ გამორიცხავს ინციდენტებსაც. სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით კი, ეს კოალიციის ძალების მორალურ მდომარეობაზე უარყოფითად აისახება.

XS
SM
MD
LG