ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმეი რასული კატარში იმყოფება ორდღიანი ვიზიტით. მისი განცხადებით, თალიბანთან შერიგების საკითხზე მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობა უნდა უძღვებოდეს. სამშაბათს დოჰაში გაიმართა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხალედ ალ ატაიასთან მისი შეხვედრა. მხარეებმა ასევე განიხილეს თალიბთა პოლიტიკური ოფისის გახსნის საკითხი, რომელიც მომდევნო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. როგორც შეხვედრის შემდეგ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მისი მთავრობა მზადაა შერიგების პროცესის წარმატების მიზნით ავღანეთიდან ნებისმიერ მხარესთან აწარმოოს მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG