ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წვეულება თეთრ სახლში


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დავიდ კამერონმა, თეთრ სახლში გამართული სადილზე, კიდევ ერთელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული თანამშრომლობის ფაქტი.

სადილზე მიწვული 300 მეტი სტუმარი ორი ქვეყნის ლიდერს პირადი და დიპლომატიური ურთიერთობის მიმოხილვას ყურადღებით უსმენდა. ბატონმა ობამამ თავის სიტყვაში ასევე ისაუბრა ნატოს დანიშნულებასა და ავღანეთზე:

„ჩვენ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ და ნატო ასევე აღასრულებს თავის დანაპირებსაც, რათა ავღანეთი არასდროს გახადოს ალ-ყაიდას მტკიცე დასაყრდენ ტერიტორიად. “

აღიშნულთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ ავღანეთს ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ყოველგვარი დამატებითი საჯარისო ნაწილების გამოყენბის გარეშე. “

მოწვეულ სტუმრებს შორის ოსკარის ჯილდოს მფლობელი მსახიობი ჯორჯ კლუნი, მსოფლიოში სახელგანთმული გოლფის მოთამაშე რორი მაკლორი, ბრიტანელი მსახიობი ჰიუგ ბონევილი და მისი ამერიკელი კოლეგა ელიზაბეტ მაკგოვერიც იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG